ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას დღეს კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული პაციენტებს ინფექცია შიდა გადადების შედეგად აქვთ.
დღეის მდგომარეობით, კლინიკაში მკურნალობს 18 პაციენტი. აქედან ვირუსი დადასტურებულია 9 პაციენტის შემთხვევაში. ახალი ორი პაციენტიდან რუსთავის კლასტერს არცერთი წარმოადგენს.