ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა. კლინიკის ინფექციონისტის ნინო ალხაზიშვილის ინფორმაციით, საავადმყოფოში მოთავსებულ 5 პაციენტს პნევმონია აქვს.
ამასთან, ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ინფექციონისტი ამბობს, რომ კლინიკაში მყოფი 55 პაციენტიდან, 13 არის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა.