ვახტან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 3 ახალი პაციენტი დაემატა, რომელთა ოჯახის წევრებიც საავადმყოფოში მკურნალობენ.
როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტი რჩება ინტენსიურ მკურნალობაზე, 13 პაციენტის მდგომარეობა კი საყურადღებოა.
ბოქსირებულ სექტორში სულ 75 პაციენტი იმყოფება, მათგან Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 61-ი პირია.