ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკური დირექტორის კახა იშხნელის განცხადებით, კლინიკას კოვიდ-19-ის დიაგნოზის მქონე ახალი პაციენტი არ დამატებია. მისივე განცხადებით, კლინიკას დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
იშხნელის ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებიდან რეანიმაციაში არცერთი მათგანი არ არის.