კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა საყურადღებოა - ბოჭორიშვილის კლინიკა - Palitra News

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა საყურადღებოა - ბოჭორიშვილის კლინიკა

2020-04-15 11:30:25+04:00

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას კორონავირუსის ინფიცირებული 1 ახალი პაციენტი დაემატა, 13 პაციენტს კი შესაძლო Covid-19-ის ინფექციაზე კვლევა ჩაუტარდება.

საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში დღეის მდგომარეობით 21 პაციენტი მკურნალობს, რომელსაც კოვიდ 19 დადასტურებული აქვს. მისივე თქმით, ერთი ახალი პაციენტი ქვეყნის შიდა გადადების შემთხვევაა.

რაც შეეხება დაინფიცირებულ მოძღვარს, რომელიც ასევე ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს, სოლოღაშვილის ინფორმაციით, სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა, ისევე როგორც მისი ოჯახის მოზრდილი წევრების.