ავტოავარია ბათუმში - ჰაიდარ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაზე BMW-ს მარკის ავტომანქანა Mercedes-ის მარკის სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმელები ამბობენ რომ მოუწესრიგებელი საგზაო ნიშნებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების არარსებობის გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა ხშირად ხდება. ადგილობრივები სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟებას მოითხოვენ. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. გამოძიება დაიყო.