BMW-ს ახალ "მეხუთე სერიას" უნდა, რომ თანამედროვეობის ყველაზე პროგრესული ავტომობილი ვუწოდოთ. ვნახოთ, რამდენად იმსახურებს ბავარიელი ასეთ წოდებას BMW-ს პატივცემულო ფანებო, ისევ დიდი ვაჟკაცობა და მოთმენის უნარი გმართებთ. არა, არა, ახალი "მეხუთე სერია" ნამდვილად არ არის ტრადიციების ჩარჩოებიდან ისე ამოვარდნილი, როგორც მაგალითად წინაამძრავიანი "მეორე სერია", მაგრამ არც ისაა სახუმარო ამბავი, რომ ახალი "ხუთიანი" მძღოლს საჭეს ართმევს! მართალია მხოლოდ მაშინ, როცა ეს თავად მძღოლს უნდა, მაგრამ მაინც. ბავარიელები კი გვეუბნებიან, რომ ავტონომიური მართვის ამბავში ახალი "მეხუთე სერია" არა მარტო გერმანულ ავტოინდუსტრიაშია პირველი, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბითო.