გერმანულმა ავტომწარმოებელმა, BMW-მ ლას-ვეგასში, სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე (Consumer Electronics Show-CES) მსოფლიოში პირველი „ფერის ცვალებადი" (colour-changing) მანქანა წარმოადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კონცეპტუალური მანქანა, BMW iX Flow ელექტრონული მელნის, E Ink ტექნოლოგიას იყენებს, რომელსაც, ჩვეულებრივ, ელექტრონულ წამკითხველებში ხმარობენ. ამ ტექნოლოგიით მანქანის ექსტერიერი ნაცრისფერ და თეთრ ფერებში გარდაიქმნება.
ტელეფონის აპლიკაციით ელექტრული სიგნალების სტიმულირება ხდება და მასალას ზედაპირზე სხვადასხვა პიგმენტი გამოაქვს, რის შედეგადაც ავტომობილი სხვა ფერს ან დიზაინს იძენს. მომავალში ფერის ცვლილება, ასევე, მანქანის დაფაზე ღილაკით ან ხელის ჟესტით გაკონტროლდება.