BMW აცხადებს, რომ წლის ბოლოს თავის ბრიტანულ ქარხანაში, ელექტრული „მინის“ წარმოებას დაიწყებს. პირველი ავტომობილები მომხმარებლებამდე გაზაფხულზე მიაღწევს. ბავარიული კომპანიის წარმოების უფროსის თქმით, მინი ელექტრიკით ელექტრული მანქანების წარმოების ახალ ეტაპს იწყებენ. მისივე ცნობით, 2023 წელს ბაზარზე 25 ელექტრიფიცირებული მოდელი ექნებათ, რომელთა ნახევარზე მეტი სუფთა ელექტრომობილი იქნება.რაც შეეხება სერიულ ელექტრულ „მინის“, მისი სრული სახელია „მინი კუპერ SE“ და ის სამკარიანი სუბკომპაქტური მოდელია. არის წინა წამყვანი ბორბლებით. აღჭურვილია ელექტრო ძრავით. ავტომობილი ერთი სრული დამუხტვით, 270 კილომეტრის გავლას შეძლებს.