ამერიკული გამოცემა "ბლუმბერგის" რისკების რუკაზე საქართველო მაღალი რისკების მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა 11,6 ქულით. ბლუმბერგის რისკების რუკის თანახმად, საქართველოში უმუშევრობის რისკ ფაქტორი 11,4%-ით შეფასდა, ინფლაციის კი 4,4%-ით. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნების რისკის რუკა ეყრდნობა 29 ინდიკატორს, მათ შორის ინვესტორთა წინაშე არსებულ ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს. რუკაზე "ბლუმბერგი" გამოყოფს ოთხ ძირითად კომპონენტს - რეზერვებს, უმუშევრობას, ინფლაციას და სავალუტო რყევებს კონკრეტულ ქვეყანაში.
მაღალი რისკების ქვეყნებს შორის პირველი ვენესუელაა, რომელსაც მოსდევს ტანზანია, ჰონდურასი, ნიგერია და ელ სალვადორი. ყველაზე დაბალი რისკების მქონე ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან ნორვეგია, შვეიცარია, შვედეთი, ჰონგ კონგი და გერმანია.