"ბლუმბერგის" ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების წინააღმდეგია.
საქმე ეხება წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც სომეხი ერის გენოციდს ეხება და ასევე იმ სანქციებს, რომელიც პალატამ განიხილა. გამოცემის ცნობით, ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი ინიციატივები ნატოს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირე თურქეთთან ურთიერთობებს კიდევ უფრო დააზიანებს.
სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც "ბლუმბერგს" ანონიმურად ესაუბრა, აცხადებს, რომ თეთრი სახლი, რეზოლუციას გენოციდის შესახებ, ისევე როგორც სანქციებს, დამსჯელ ქმედებად უფრო განიხილავს, ვიდრე პრინციპულ გადაწყვეტილებად.
შეგახსენებთ, ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა. ამასთან, პალატამ გასულ კვირას რეზოლუცია მიიღო ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში ჩადენილი სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარების შესახებ.