გავლენიანი გამოცემა „ბლუმბერგი“ „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ბიძინა ივანიშვილს „ჩრდილოვან ბოსად“ მოიხსენიებს.
გამოცემის ცნობით, ივანიშვილს ლობისტური კომპანიის დაქირავება კონგრესმენების ბოლოდროინდელმა წერილებმა აიძულა. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დაქირავებული ლობისტები ძირითადად სწორედ „ქართული ოცნების“ მითითებებით იმუშავებენ.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ლობისტ ქოულმანს რთული საქმე აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ავტორიტარული პარტიორები ჰყავს, მაგალითად, ისეთი როგორც საუდის არაბეთია, შესაძლოა იმ თემის განხილვა, რომ ამერიკა სტრატეგიული მიზნების გამო ბევრის მომთმენია, მაგრამ საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ვაშინგტონთან უფრო ახლო ურთიერთობა დაემყარებინა კანონის უზენაესობის დაცვითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით - წერს გამოცემა.