ვლადიმერ პუტინი სურს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდეს და ამიტომ რუსეთი თქვენ გეხმარებათ, რადგან თქვენ მასთან არჩევნებს წააგებთ, - ამ სიტყვებით მიმართა დებატების დროს აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა მაიკლ ბლუმბერგმა პრეზიდენტობის თანაპარტიელ კანდიდატ ბერნი სანდერსს.
ბლუმბერგმა "დემოკრატიული პარტია" იმ შედეგების შესახებ გააფრთხილა, რაც, მისი აზრით, საპრეზიდენტო კანდიდატად ბერნი სანდერსის წარდგენას მოჰყვება.
"თუ ასე გააგრძელებთ, ჩვენ ავირჩევთ ბერნის, ბერნი დამარცხდება ტრამპთან, დონალდ ტრამპი, წარმომადგენელთა პალატა, სენატი და ზოგიერთი სახელმწიფო უწყება გაწითლდება და ამ კატასტროფაში მოგვიწევს ცხოვრება მომავალი 20-30 წლის მანძილზე", - მიმართა ბლუმბერგმა სანდერსს.
პასუხად სანდერსმა განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში პუტინი ამერიკის არჩევნებში ვეღარასდროს ჩაერევა.
შეგახსენებთ, აშშ-ის შვიდმა "დემოკრატმა" საპრეზიდენტო კანდიდატმა დებატები ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინას შტატში გამართა.