მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ელექტრონული კომერციის ბუმი მოიტანა, შერეული საქონლის ციფრულ მაღაზიებს უარყოფითი მხარეც აქვთ და ისინი ბევრი პრობლემის წინაშე დგანან, - წერს Bloomberg-ი ანალიტიკურ სტატიაში.
შეზღუდვების შედეგად მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, ინტერნეტით შეეძინა მაგალითად, ტანსაცმელი, რომელიც გამომწერს ხშირად ზომაში არ ერგება და მისი დაბრუნება უწევს, ამას კი დიდი დრო მიაქვს. ინტერნეტ-მაღაზიების სერვისის სერიოზული პრობლემაა, ასევე კლიენტებისთვის ვადაგასული პროდუქციის მიწოდება.
მოწინავე ციფრულ მაღაზიებსაც კი დასახვეწი აქვთ ისეთი მომსახურებები, როგორიცაა კლიენტისთვის დახმარების გაწევა საქონლის სწორად შერჩევაში და მისი დაბრუნება-გადაცვლის პროცესის ოპტიმიზაცია. ამ მხრივ ტანსაცმელი ყველაზე რთული სექტორია.
eMarketer-ის მონაცემებით, გასულ წელს „ონლაინ-ტანსაცმლის“ გაყიდვები, კვების პროდუქტებთან, სასმელთან, საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან, პირადი ჰიგიენის საშუალებებთან და საშინაო ავეჯთან შედარებით, ნაკლებად გაიზარდა, ამის მთავარ მიზეზად ტანსაცმლის ზომის შერჩევის პრობლემას ასახელებენ.