13:48
12 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Bloomberg - პანდემიამ ამერიკაში კომპანიების გაკოტრებას ხელი შეუწყო
01-06-2020

პანდემიამ ამერიკაში კომპანიების გაკოტრებას შეუწყო ხელი. როგორც Bloomberg-ი წერს, 2020 წლის 4 თვეში შეერთებულ შტატებში 98 საწარმო გაკოტრდა, რომელთა დავალიანება მინიმუმ 50 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს არის კომპანიების გაკოტრების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, 2020 წლის მაისში თავი გაკოტრებულად 27-მა კომპანიამ გამოაცხადა და მოითხოვა კრედიტორებისგან დაცვა გაკოტრების შესახებ კანონის მე -11 თავით გათვალისწინებული უფლებების დაცვით.
Bloomberg-ი წელს ყველაზე ხმაურიანად ასახელებს მაღაზიათა ქსელის J. C. Penney- ის და J. Crew-ის გაკოტრებას.

რეკორდული რჩება 2009 წლის მაისი, როდესაც ერთ თვეში ამერიკაში 29 კომპანია გაკოტრდა. მთლიანად წლის განმავლობაში კი ქვეყანაში გაკოტრებულად თავი 142-მა კომპანიამ გამოაცხადა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები