05:30
1 აგვისტო, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 2.55 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, დღეში ვაქცინაცია საშუალოდ 37 მილიონ ადამიანს უტარდება
19-06-2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 2.55 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 16.7%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 37 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 966 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 316 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 319 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 272 მილიონი. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.9% აიცრა, ევროკავშირში 27.1%, აშშ-ში კი - 44.7%.

AutoPlay
არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ერაყში თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
სიცილიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ირაკლი ღარიბაშვილი - თანავუგრძნობ მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და ზიანის გამო
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ტოკიოს ოლიმპიადაზე ანტონ პლესნოიმ ძალოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითაც საქართველოს მეხუთე მედალი მოუტანა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
თურქეთში რამდენიმე პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები