06:03
21 აპრილი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, 16.3 მილიონამდე ადამიანს უტარდება, გამოყენებულია ვაქცინების 689 მილიონზე მეტი დოზა
07-04-2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 153 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 689 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 4.5%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი,- შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 16.3 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი - 168 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. ქვეყანაში დღეში საშუალოდ 3 მილიონი ვაქცინა კეთდება, მოსახლეობის 75%-ის 2 დოზით აცრას კი დაახლოებით 3 თვე დასჭირდება. ჩინეთში ვაქცინაცია 142 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ევროკავშირში 82 მილიონს, ინდოეთში კი 84 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 53.8% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 19%-მა მიიღო. ისრაელისა და აშშ-ს გარდა პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული ჩილესა და მაროკოშია.

AutoPlay
ნინო ლომჯარია - პროკურატურას დღესვე შეუძლია ნიკა მელია გაათავისუფლოს, ჩემი რეკომენდაციაა, ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღოს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
სამადაშვილი - თუ ხელისუფლება სხვა მექანიზმებს არ გამოიყენებს მელიას გასათავისუფლებლად, შეთანხმების თანახმად, ბიუროზე ამნისტიის კანონი უნდა დარეგისტრირდეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
თალაკვაძე - მელიასთან დაკავშირებით არსებობს გირაოს უზრუნველყოფა და ამნისტიის პროექტი, რომლის ინიცირებას და მიღებასაც რეგლამენტით გათვალისწინებული დრო ესაჭიროება
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ბადრი ჯაფარიძე - შეიძლება ისეთი სამართლებრივი საფუძვლის გამონახვა, რომელიც ადამიანისგან მოარლურ კომპრომისს არ მოითხოვს და ეს უნდა გამოინახოს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ხელმომწერ მხარეებს ველით პარლამენტში - არჩილ თალაკვაძე
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები