გამოცემა Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 133 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად 447 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.
გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 11 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი - 124.4 მილიონი ადამიანი აშშ-შია აცრილი, აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება, სადაც ვაქცინა 74.9 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული, მესამეზე კი ევროკავშირია 57.2 მილიონი ვაქცინირებულით.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტს ვაქცინის ორივე დოზა გაუკეთდა.
ისრაელის გარდა ვაქცინაცია განსაკუთრებული სისწრაფით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაერთიანებულ სამეფოსა და ჩილეში მიმდინარეობს.