10:31
9 აგვისტო, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Bloomberg: ჯეფ ბეზოსის ქონებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
03-07-2020

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ამერიკული კორპორაციის Amazon- ის ხელმძღვანელის ჯეფ ბეზოსის ქონებამ 171 მილიარდ 600 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბიზნესმენისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მილიარდერის კიდევ უფრო გამდიდრება განაპირობა Amazon-ის აქციების ღირებულების ზრდამ: ოთხშაბათის შედეგების თანახმად, იგი 4.4%-ით გაიზარდა და ერთ ერთეულზე 2 ათას 878 ამერიკული დოლარი და 70 ცენტი შეადგინა. სააგენტოს ცნობით, მხოლოდ 2020 წლის პირველ ნახევარში ბიზნესმენი, რომელიც კომპანიის წილის 11%-ს ფლობს, 56 მილიარდ 700 მილიონი დოლარით გამდიდრდა.

ცნობისთვის, ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ი ჯეფ ბეზოსმა ამერიკაში 1994 წელს დააფუძნა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები