დიდი ბრიტანეთის ეკონომიკამ Brexit-ის გამო სულ მცირე 170 მილიარდი ამერიკული დოლარით იზარალა. ამ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, Brexit-ით გამოწვეული ზარალი 2020 წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება და ქვეყანა ჯამში, 265 მილიარდ დოლარს დაკარგავს. მათი თქმით, ევროკავშირის დატოვების შემდეგ ბრიტანეთის ეკონომიკა 3%-ით შემცირდება.
ამასთან, ექსპერტების აზრით, ევროკავშირის დატოვების შემდეგ ათასობით ბრიტანელი სამუშაო ადგილს დაკარგავს, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმი 2016 წელს ჩატარდა. ქვეყანამ ევროკავშირი მიმდინარე წლის 31 იანვარს უნდა დატოვოს.