05:47
1 აგვისტო, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
Bloomberg - ჩინეთში ვაქცინების 1.46 მილიარდი დოზა გამოიყენეს, ევროკავშირში 436 მილიონი, აშშ-ში კი - 338 მილიონი
21-07-2021

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 32.8 მილიონზე მეტი ადამიანი იცრება, - შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

პლატფორმის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის მსოფლიოში ვაქცინების 3.67 მილიარდი დოზა გამოიყენეს, რაც პლანეტის მოსახლეობის 23.9%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. ყველაზე მეტი 1.46 მილიარდი დოზა ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 436 მილიონი დოზით. ინდოეთში ვაქცინების 415 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 338 მილიონი.

Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი მალტაში, სეიშელის კუნძულებზე, ისლანდიაში, ბაჰრეინში, მალდივებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჩილეში, ურუგვაიში, ისრაელში, ყატარში, მონღოლეთში, უნგრეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და ესპანეთშია.

AutoPlay
არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ერაყში თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
სიცილიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ირაკლი ღარიბაშვილი - თანავუგრძნობ მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და ზიანის გამო
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ტოკიოს ოლიმპიადაზე ანტონ პლესნოიმ ძალოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითაც საქართველოს მეხუთე მედალი მოუტანა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
თურქეთში რამდენიმე პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები