საჰაერო კოსმოსური კორპორაცია Boeing-ი თვითმფრინავის Boeing 747-ის წარმოებას 2 წელიწადში შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიიღეს კონფიდენციალურად გამარულ შეხვედრაზე და ჯერ-ჯერობით ამის შესახებ თანამშრომლები ინფორმირებულები არ არიან. კორპორაცია ყველა ავიალაინერ 747-ს მის ქარხანაში, ევერთში (ვაშინგტონი) დაახლოებით ორი წლის განმავლობაში შეკრებს.
ცნობისთვის, კომპანიამ ავიალაინერი Boeing 747 პირველად 1970 წელს გამოუშვა.