08:44
18 მაისი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
Bloomberg - აშშ-ში ვაქცინის 192 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში 171 მილიონი, ინდოეთში კი 111 მილიონი
14-04-2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 152 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 814 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 5.3%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 18.3 მილიონ ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი - 192 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. ქვეყანაში დღეში საშუალოდ 3 მილიონი ვაქცინა კეთდება. ჩინეთში ვაქცინაცია 171 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ინდოეთში 111 მილიონს, ევროკავშირში კი 98 მილიონი ადამიანი აიცრა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 54.7% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. აშშ-ში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 22.7%-მა მიიღო. ისრაელსა და აშშ-ს ჩილე, მაროკო და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან.

AutoPlay
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - იმედი მაქვს, ესკალაციის საფრთხე აღარ არსებობს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
აღმოსავლეთ საქართველოს მუფტის განცხადებით, შეთანხმება იქნა მიღწეული, ერთმანეთს მიუტევეს და შეურიგდნენ
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
შს მინისტრი განმარტავს, რატომ მიიღეს დმანისში წყლის ჭავლის მანქანის შეყვანის გადაწყვეტილება
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
დმანისის შესასვლელთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები