ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს ავტომწარმოებელ კომპანიებთან, იმისათვის, რომ ამ დეკადის ბოლოსთვის ქვეყანაში გაყიდული ახალი ავტომობილების 40% მოვიდეს ელექტრომობილებზე.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ამერიკელი ავტომწარმოებლების უმეტესობამ უკვე გამოაცხადეს მზაობა საკუთარ სამოდელო ხაზში ელექტრომობილების წილის გაზრდაზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, სააგენტოს ცნობით, მკაფიო გეგმა ელექტროქარების გამოსაცემ მოცულობაზე ჯერ არცერთს არ წარუდგენია.
ამისთვის კომპანიებს სჭირდებათ სახელმწიფო მხარდაჭერა. შესაბამისი კანონპროექტი ახლა სენატში განიხილება. ის ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს ელექტრომობილების შეძენაზე და 7 მილიარდ 500 მილიონი დოლარის გამოყოფას დამტენი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.