7 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე“ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება, 8 სექტემბერს კი ონსა და ამბროლაურში გადაინაცვლებს. „ბლექ სი არენას“ დირექტორის ტატო ხარჩილავას თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ადამიანმა შეძლოს ფესტივალზე დასწრება, შესაბამისად ბილეთის ფასი იქნება ათიდან ოცდაათ ლარამდე.
ფესტივალზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, როგორც საქართველოდან, ასევე საფრანგეთიდან და იტალიიდან. როგორც ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს ქართული და უცხოური ანსამბლების ერთად შესრულებული სიმღერები.