Black Widow-ის ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა. როგორც შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქაში გაირკვა, წითელი ოთახი ახალგაზრდა გოგოებს იტაცებს და მათ საშიშ ასასინებად ზრდის. ახალი ტრეილერის მიხედვით ამ ყველაფრის უკან უცხოპლანეტელი თასმეიქერი დგას.შავი ქვრივი კინოთეატრებში პირველ მაისს გავა. მთავარ როლებს სკარლეტ იოჰანსონი, ფლორენს პუი და ყველასთვის საყვარელი შერიფი, დევიდ ჰარბორი ასრულებენ.