შეკვეთილში, "ბლექ სი არენაზე“ ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის ელტონ ჯონის კონცერტი დღესაც გაიმართება. გუშინ კონცერტზე მისულმა მაყურებელმა ელტონ ჯონის როგორც ძველი, ასევე ახალი მუსიკალური ჰიტები მოისმინა. მომღერალმა კონცერტის დასასრულს ბისზე შეასრულა ჰიტი Candle in the Wind, რომელიც პრინცესა დაიანას მიუძღვნა და მის დაკრძალვაზეც შეასრულა. 2017 წელს ელტონ ჯონმა კონცერტი 20 ქვეყანაში გამართა. ის საქართველოშიც უნდა ჩამოსულიყო, თუმცა 2017 წლის 16-17 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტები ჯგუფის წევრის ავადმყოფობის გამო გადადო.71 წლის ელტონ ჯონი გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელია.