Black Sea Arena-მ წლევანდელი სეზონის პირველი ღონისძიება დააანონსა. 18 ივლისს შეკვეთილში ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, ნაილ როჯერსისა და მისი ლეგენდარული დისკო კოლექტივის, Chic-ის კონცერტი გაიმართება. საღამო პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია bsa.ge (ბისიეი)-დან.