ბიზნესზე არის ზეწოლა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეომიმართვაში ვასილ სოფრომაძე ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც თავისუფალ ბიზნესგარემოს ეხებოდა.„დიახ, ვადასტურებ ბატონო ივანე, ვადასტურებ, რომ ბიზნესზე არის ზეწოლა. თქვენი ფინანსთა მინისტრობის პერიოდში საგადასახადომ „ფრესკოს“ წარუდგინა ისეთი გაუგონარი სარჩელი, რომელიც რა თქმა უნდა , ჩვენ მოვიგეთ და რომელიც არ შეიძლებოდა, რომ არ მოგვეგო. ზეწოლა ახლაც გრძელდება. აცხადებს სოფრომაძე ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.