ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ბიზნესის მთავარ გამოწვევად რჩება - ამის შესახებ BAG-ის ინდექსშია აღნიშნული.
ინდექსის თანახმად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 67 % აფიქსირებს, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით, 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც შესაძლოა, გარკვეულწილად უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირდება.
გამოკითხვის შედეგად, 2022 წლის მე-2 კვარტალში ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ძირითადად ფაქტორად 53%-ის აზრით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა დასახელდა, მას მოსდევს სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები - 41%-ის შეფასებით; გამოკითხულთა 36% თვლის, რომ მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი სპეციალისტების ნაკლებობაა; 32%-ის აზრით - სამუშაო ძალის ნაკლებობა; ხოლო მოთხოვნის სიმცირეს ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულთა - 23%-ი ასახელებს.