ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიათა რეგისტრაციის ვადა იწურება. ის მეწარმეები, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ, ვალდებულნი არიან შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 15 დეკემბრამდე დაარეგისტრირონ. კომპანიები, რომლებსაც რეგისტრაცია არ ექნებათ გავლილი, დაჯარიმდებიან. სანქციის ოდენობა კი - ათას ლარს შეადგენს. ცნობისთვის, აღნიშნული საქმიანობების სავალდებულო რეგისტრაციის ნორმა მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების ჩამონათვალშია მათ შორის: საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან; საავტომობილო გზებისა და რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები; ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები; სადურგლო, სამღებრო სამუშაოები და ა.შ.