ბიზნესის წარმომადგენლებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის პროფილის მითითება დაევალათ. კომპანიები, რომლებიც ამ ვალდებულებას არ შეასრულებენ, დაჯარიმდებიან. შრომის უსაფრთხოების ინსპექციის ხელმძღვანელის განცხადებით, სანქცირების მექანიზმი პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ჯარიმა 1000 ლარს შეადგენს.