"სასამართლო მეგობრის" ფუნქციის შესრულების ნაწილში ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება ფართოვდება. პარლამენტში განსახილველად წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, ბიზნესომბუდსმენს საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასამართლოს მეგობრის ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა ენიჭება.
"საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ წარუდგინეს.