„პურის ფასთან დაკავშირებით, ეს იყო მხოლოდ ერთი კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ზოგადად, სექტორში ასე მწვავედ არ დგას საკითხი.“-ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.მისივე განმარტებით, დღეს საქართველოში არცერთ პროდუქტზე ადმინისტრაციული მეთოდით ფასის რეგულირება არ ხდება.შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ საქართველოში კომპანია „იფქლის“ მიერ წარმოებული პურ-პროდუქტები ათი თეთრით გაძვირდა. იმ დღესვე, საკითხის მოკვლევა პრემიერმა შესაბამის უწყებებს დაავალა. ბაზრის შესწავლა კი კონკურენციის სააგენტომ დაიწყო.