ქართული კომპანიები, ყველაზე ხშირად ბიზნესომბუდსმენის აპარატს, ფინანსთა სამინსიტროსთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ. 2019 წლის პირველ 6 თვეში, ომბუდსმენის აპარატში 171 საქმე დარეგისტრირდა. მომართვიანობის 40% წარმოებასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან ფიქსირდება. აპარატში დაფიქსირებული საქმეების 60% თბილისზე მოდის, 20% კი -აჭარაზე. ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში, ომბუდსმენის მონაწილეობით, ფინანსთა სამინსიტროს დავების განხილვის საბჭოში, 15 კომპანიის საქმე განიხილეს. აქედან 14 საქმეში, ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიცია ფინანსთა სამინისტრომ სრულად, ან ნაწილობრივ გაითვალისწინა. რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, მომართვიანობის 30% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურების სფეროებიდანაა. ამასთან, ბიზნესი, ომბუდსმენის აპარატს ხშირად მიმართავს ბათუმის მერიასთან შუამდგომლობის თხოვნით.ბიზნესომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ ბიზნესისთვის ერთი-ერთ აქტუალურ პრობლემად, დროში გაჭიანურებული ბიზნეს დავები რჩება. ამასთან, ბიზინეს სექტორი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებითაც, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების შემუშავების პროცესში ისინი ჩართულნი არ არიან.