თავდამსხმელებმა თბილისის ცენტრიდან ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის 25 წლის შვილი გაიტაცეს და მის გასათავისუფლებლად მამისგან 3 მილიონ ლარს ითხოვდნენ. გიორგი დეკანოიძე მათ წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ჩაიყვანეს სადაც ის დატყვევებული ყავდათ რამდენიმე დღის განმავლობაში. თავდამსხმელები ბიზნესმენს ტელეფონზე დაუკავშირდნენ და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შვილის მოკვლით დაემუქრნენ. ამას გარდა, ვრცელდება ინსფორმაცია, რომ გატაცებული ბიჭის გადაყვანას ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცდილობდნენ, თუმცა დანაშაული პოლიციამ დროულად აღკვეთა. თბილისის პოლიციის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. მათ 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ელით. ბიზნესმენის შვილი პოლიციამ ოჯახს უვნებლად დაუბრუნა. ცნობისთვის ბიზნესმენი ამირან დეკანოიძე, რესტორნებს და ბენზინგასამართ სადგურს ფლობს.