Businessinsider-მა იმ ბიზნესმენების და ცნობილი ადამიანების სია გამოაქვეყნა, რომლებიც საათობრივად ყველაზე მეტ ფულს გამოიმუშავებენ. გამოცემამ ამ მონაცემების დასადგენად Forbes-ის მილიონერთა სია გამოიყენა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, კომპანია "ამაზონის" დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი საათში 4 მილიონ 4ოო ათას დოლარს გამოიმშავებს, მეორე ადგილზე არის მარკ ცუკერბერგი - მილიონ 700 ათასი დოლარით, მესამეზე კი ასევე მილიონზე მეტი შემოსავლით "ვოლმარტის" მფლობელი ელის უოლტონია. ათეულში მყოფი დანარჩენი ბიზნესმენების საათობრივი შემოსავალი მილიონზე ნაკლებია. მაგალითად, ათეულში ნახავთ ბილ გეითსაც, რომელიც სიაში მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა 456 ათასი დოლარით და მას ილონ მასკიც კი უსწრებს, 684 ათასი დოლარით. რაც შეეხება ცნობილ ადამიანებს, მათ ბიზნესმენებზე ბევრად ნაკლები შემოსავალი აქვთ, თუმცა ისინი საათობრივად რამდენიმე ათას დოლარს მაინც იღებენ.