კლინიკა "ჰელსიკორის" გენერალური დირექტორის რუსუდან ლაგვილავას ინფორმაციით, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა ანალიზებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია.
ექიმი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქირურგიული ჩარევა საჭირო არაა და პაციენტს დამატებითი კვლევები უტარდება. ამასთან რუსუდან ლაგვილავა აღნიშნავს, რომ ავთანდილ წერეთელის გაწერა უახლოესი დღეების განმავლობაში არ იგეგმება.
თავის მხრივ ბიზნესმენის შვილი ვახტანგ წერეთელი მომხდარს მისი მამის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ დევნას უკავშირებს და აცხადებს, რომ მის ოჯახს სიკვდილის განაჩენი ცხოვრებაშივე გამოუტანეს.
ცნობისთვის, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი კლინიკაში 6 თებერვალს უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.