ბიზნესისა და ტექნოლოგიებს უნივერსიტეტს მსოფლიოს უმაღლეს ლიგაში შესული Henley Center for Entrepreneurship-ის აკადემიური დირექტორი, მეწარმეობის და ინოვაციების ექსპერტი, პროფესორი ენდრიუ გოდლი ესტუმრა. მან სტუდენტებისა და არა მხოლოდ მათთვის ჩაატარა მასტერკლასი სახელად, მეწარმეობა დღეს, სამეწარმეო ეკოსისტემა დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოში.
ღონისძიება ბრიტანეთის საბჭოსა და შემოქმედებითი ნაპერწკალის პროგრამის ფარგლებში, თბილისის კრეატიული ცენტრის ეგიდით ჩატარდა.
ვიზიტის ფარგლებში შედგა შეთანხმება, რომ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდება სამეწარმეო ცენტრი, რომლის ოფიციალური პარტნიორი ჰენლის მეწარმეობის ცენტრი იქნება. ამ ღონისძიებით დასრულდა ბიზნესისა და ტექნოლოგოლიების უნივერსიტეტისა და ჰენლის ბიზნესკოლის თანამშრომლობის პირველი ეტაპი, რომელსაც ორივე მხარე პოზიტიურად აფასებს. როგორც უნივერიტეტში განმარტავენ, თანამშრომლობა მომავალშიც ანალოგიურად გაგრძელდება.