ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი Bitfury-ის ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია სტუდენტებს ბლოკჩეინ სისტემების დეველოპმენტის მიმართულებით სწავლებისა და გადამზადების შესაძლებლობას სთავაზობს. გარდა ამისა, ახლადგახსნილ სივრცეში გაიმართება სემინარები და ვორქშოპები. სტუდენტები საკუთარი მაღალტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას უკეთესად შეძლებენ. Bitfury-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგია ისიც, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების დიპლომების შენახვა ბოლქჩეინ სისტემაში მოხდება. ლაბორატორიის გახნა კი მათი თანამშრომლობის მეორე ეტაპია.