"საქართველოს მიზანია, "ბიზნესის წარმოების" რეიტინგის ხუთეულში გადავიდეს" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პირველად ესტუმრა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხები. ამასთან აღნიშნეს, რომ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი სულ უფრო მზარდი ხდება.