"ბეკოს" გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი სავალდებულო აუდიტის პროგრამას აკრიტიკებს. ბიზნესმენი და ინვესტორი თვლის, რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სავალდებულოდ განხორციელება მხოლოდ იმ კომპანიებისთვის უნდა იყოს აუცილებელი, რომლებიც ბირჟაზეა გასული. ხოლო კომპანიები, რომელთა 100%-იანი წილი ერთი მფლობელის ხელშია, სავალდებულო აუდიტის განხორციელებას არ უნდა ექვემდებარებოდეს.
ცნობისთვის, სავალდებულო აუდიტის ჩატარების ვალდებულება აქვთ კომპანიებს, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს, შემოსავალი 100 მილიონს, დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი საანგარიშგებო პერიოდში 250-ს აღემატება. ასევე იმ კომპანიებს, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება - 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდეა, შემოსავალი - 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე ხოლო დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდეა.