22:02
30 მაისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ბიზნესის კორონავირუსი
03-04-2020

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან ჯერ მხოლოდ ერთი თვე გავიდა მან უკვე მნიშნველოვანი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. ამას მოწმობს აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც კოვიდ-19-ის პანდემიისა და ნავთობზე ფასების ვარდნის გამო საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს საერთოდ არ გაიზრდება.

არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა მძიმე აღმოჩნდა ბიზნეს სექტორისთვისაც, უფრო კონკრეტულად საქართველოში არსებული ბიზნეს სექტორის ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ნაწილმა კი სქმიანობა დროებით შეწვიტა.

"მენაშენეთა ასოციაციის" თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის თქმით კორონა ვირუსის გამო ქვეყანაში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც გაყიდვების ფაქტობრივად, ნულამდე დაცემა გამოიწვია.


მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ტექნიკის მაღაზიებიც. "ბეკოს" გენერალური დირექტორის მეჰმედ მელექის განცხახებით გასული ერთვი თვის განმავლობაში პროდუქციის გაყიდვები 80 პროცენტით შემცირდა. მისივე თქმით მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე მთავრობამ ისევ დაუშვას ონლაინ გაყიდვები, რაც მისივე თქმით კომპანიას ამ მდგომარეობაში აუცილებლად დაეხმარება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები