ბიზნესასოციაციის წევრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შეხვდნენ. გიორგი ქობულიას განცხადებით, დახურულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. მათ შორის განიხილეს საპენსიო რეფორმა, სასამართლო სისტემის მუშაობის გაუმჯობესება, რეგიონებში ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარების საკითხი, კონკურენციის შესახებ კანონი და სხვა. გიორგი ქობულიას თქმით, მართალია, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პიარ კამპანია უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს ფაქტორი რეფორმის განხორციელებას ხელს ვერ შეუშლის საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, ინფორმაციის ნაკლებობაზე აკეთებს აქცენტს ბიზნესსექტორიც. სოსო ფხაკაძის განცხადებით, ეს საკითხი მეტ განმარტებებს საჭიროებს. როგორც ცნობილია, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე ყველა დასაქმებულისთვის.