ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის საკითხზე მუშაობს. კონკრეტულად რა კუთხით შემსუბუქთება პასუხისმგებლობა ბიზნესდანაშაულისთვის, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ფინანსთა მინისტრის განცხადებით ამ საკითხის გატანა უახლოეს მთავრობის სხდომაზე იგეგმება. ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში დეტალურადაა გაწერილი ის ძირითადი მიმართულებები, რომლებსაც სავარაუდოდ დეკრიმინალიზაცია შეეხება.