ლარის კურსის გაუფასურება, მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიზნეს დავების მიმართულებით სასამართლო პროცესების დაჩქარების აუცილებლობა - ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რასაც ქართული ბიზნესის წარმომამდგენლები გასული წლის შეჯამებისას ასახელებენ. თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკას განვითარებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება სჭირდება.ბეკოს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით გასული წლის ძირითადი გამოწვევა მოსახლეობის მსყიდველთუნარიანობის შემცირება და ლარის კურსის გაუფასურება იყო. რაც შეეხება მიღწევებს, მისივე განმარტებით, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. ბიზნესასოციაციაში კი აცხადებენ, რომ გასული წელი პოზიტიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით იყო გამორჩეული.საქართველოში არსებული მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები 2019 წლისთვის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასა და არსებული გამოწვევების მინიმუმამდე დაყვანას ელიან.