"თიბისის" "ბიზნესდაჯილდოება" 2018 იწყება. პროექტი ახალი ნომინაციებითა და პრიზებით ბრუნდება. უკვე ცნობილ ოთხ კატეგორიათან ერთად წელს კიდევ ორ ახალ ნომინაციაშია შესაძლებელი მონაწილეობის მიღება. პროექტს "წლის ქალი მეწარმე" და "ბიზნესი დადებითი გავლენისთვის" ემატება.პროექტში მონაწილეობის მსურველ კომპანიას სასურველი ექვსი ნომინაციიდან ერთ-ერთში დარეგისტრირება შეუძლია. გამარჯვებულებისთვის კი სამი კატეგორიის ჯილდოა დაწესებული."თიბისის" "ბიზნესდაჯილდოება" უკვე მესამე წელია იმართება და საზოგადოებას სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიების წარმატების ისტორიებს აცნობს. 2 წელში პროექტმა 1200 წევრი გააერთიანა. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ჩვიდმეტი სექტემბრიდან იწყება.