2017 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ხელფასი ათას 106 ლარსა და 90 თეთრს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 128 ლარითა და 80 თეთრით მეტია. საქსტატის მონაცემებით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – ათას 196 ლარი, საშუალო ბიზნესი – ათას 304 ლარი და 80 თეთრი, მცირე ბიზნესი – 892 ლარი და 20 თეთრი.