სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მე-2 კვარტალში, ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 44,6 პროცენტი ვაჭრობის დარგზე მოდის. მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 11,9 პროცენტით; შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 11,9 პროცენტიანი წილით.ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის საქმიანობის დარგები ლიდერობენ. თუმცა, დასაქმების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების, ტრანსპორტისა და დასაწყობების და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც.