2018 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 656 ათას 500 კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4 პროცენტით აღემატება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41 პროცენტი ქალი, ხოლო 59 პროცენტი - კაცია. ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,8 პროცენტი - მსხვილ ბიზნესზე; 22 პროცენტი - საშუალოზე; ხოლო დარჩენილი 41,2 პროცენტი - მცირე ბიზნესზე მოდის.
"საქსტატის" ცნობით, ბიზნეს სექტორში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 621 ათას 400 კაცი შეადგინა. საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 2 მილიარდ 159 მილიონ 800 ათასი (2 159,8 მლნ ლარით) ლარით განისაზღვრა.